დღეს, 5 ნოემბერს, 12:00 საათზე, "ქრისტიან-დემოკრატების'' საპარლამენტო ფრაქციის სხდომას ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაესწრება. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იქნება, რომლის მიმართაც ფრაქციას მნიშვნელოვანი შენიშვნები გააჩნია.
შეხვედრაზე "ქრისტიან-დემოკრატები'' საბაჟო დეკლარანტებისთვის ლიცენზიების მოპოვების პროცედურის გამარტივებასაც შეეხებიან და საბაჟო კანონმდებლობაში იმ მუხლის აღდგენას მოითხოვენ, რომლითაც საბაჟო დეკლარანტებს ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობა სადაზღვევო პოლისებითაც ჰქონდათ.
მთავრობის გადაწყვეტილება საბაჟო განაკვეთების შემცირების შესახებ ~ქრისტიან-დემოკრატებისთვის~ მიუღებელია, რადგან მათი პოზიციით აღნიშნული ადგილობრივი წარმოების გაკოტრების საფუძვლად ფასდება.