საზოგადოების 90-კაციანი ჯგუფი, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეო რგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტასა და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების სამართლებრივი საფუძვლის განმარტებას მოითხოვენ.
"1 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ვებგვერდებზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეო რგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა რამდენიმე პირი და ამოღებულ იქნა ფაქტობრივი მტკიცებულებები.
შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების აღნიშნული ქმედებების გამო გამოვხატავთ შეშფოთებასა და პროტესტს, ვინაიდან სამართალდამცველების მოქმედება წარმოადგენს სიტყვის, გამოხატვისა და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პრინციპებს.
ამასთან დაკავშირებით მოვითხოვთ, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა შეწყვიტონ წინასწარი გამოძიება და განგვიმარტონ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების სამართლებრივი საფუძველი", _ ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ:
1. ბექა მინდიაშვილი
2. შორენა შავერდაშვილი
3. მალხაზ ნარინდოშვილი
4. შალვა ჩუბინიძე
5. ნინია ჩაჩხიანი
6. ნინო დათაშვილი
7. პაატა შამუგია
8. დოდო ხარხელი
9. გიორგი კევლიშვილი
10. თეკლა ასანიშვილი
11. ნათია ქოიავა
12. ქეთევან ლოგუა
13. ეკა ექიზაშვილი
14. ირაკლი დათუნაშვილი
15. ლევან რამიშვილი
16. მაგდა გურული
17. ოთარ ქაშაკაშვილი
18. თეა თუთბერიძე
19. მედეა იმერლიშვილი
20. დავით ამირეჯიბი
21. ლაშა კალანდაძე
22. ალექსანდრე ელისაშვილი
23. ნინო ლომაძე
24. გიორგი ცხადაია
25. სიმონ ჯანაშია
26. ანა მარგველაშვილი
27. გიორგი შაიშმელაშვილი
28. ეკა ჯანაშია
29. ნინო ჯანგირაშვილი
30. ნინო ბექიშვილი
31. ნინია კაკაბაძე
32. ნინოDდანელია
33. ნინო ცინცაძე
34. თეო ხატიაშვილი
35. გრიგოლ სინჯიაშვილი
36. დავით ბუხრიკიძე
37. გიგა ზედანია
38. ნათია კობერიძე
39. სალომე უგულავა
40. გვანცა კობერიძე
41. მარი ახსიაშვილი
42. ნინო კიკვაძე
43. ლევან ასაბაშვილი
44. ქეთევან გაბიანი
45. ნანა ღვინჯილია
46. თამარ ჩორგოლეიშვილი
47. ნინო მოზესი
48. ბაკურ სულაკაური
49. თინა მამულაშვილი
50. როინ ნიჟარაძე
51. ანიტა თვაური
52. ანა დოლიძე
53. მირიან გამრეკელაშვილი
54. ნანა ჯანაშია
55. ბასილ კობახიძე
56. ვახუშტი მენაბდე
57. მალხაზ სონღულაშვილი
58. ეკა აღდგომელაშვილი
59. თენგიზ დალალიშვილი
60. ლაშა ბაქრაძე
61. გიორგი გოცირიძე (საიას სახელით)
62. თემურ იობაშვილი
63. ავთანდილ დოლიძე
64. გოგა ჩხეტია
65. ნიკოლოზ ჩხაიძე
66. დავით დალაქიშვილი
67. ირაკლი გოგიჩაიშვილი
68. ზურაბ ჯაფარიძე
69. მარი უგულავა
70. თამარ შველიძე
71. შოთა ხინჩაგაშვილი
72. თამაზ კუპრეიშვილი
73. ავთანდილ ქორიძე
74. ლეონ სუთიძე
75. გიორგი მელაძე
76. დალი ცქიტიშვილი
77. რომან ქევხიშვილი
78. ია უძილაური
79. გიორგი კეკელიძე
80. ნათია გულიაშვილი
81. ვახტანგ მოსიაშვილი
82. ელენე ნოდია
83. გია ნოდია
84. ანა არგანაშვილი
85. მიხეილ სუხიაშვილი
86. გიორგი თარხნიშვილი
87. დიტო შონია
88. ირაკლი კიკნაველიძე
89. გვანცა გიორგაძე
90. ნათია მერებაშვილი