მიანმარში ამბოხებულებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. შეიარაღებული დაჯგუფება „ როჰინჯას ხსნის არმიის“ წარმომადგენლების თქმით, მათ ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, საბრძოლო მოქმედებები ერთი თვით შეწყვიტეს. როჰინჯებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე სამ კვირაზე მეტია, გრძელდება. ვითარება მუსლიმი როჰინჯებით დასახლებულ რაკჰაინში 25 აგვისტოს გამწვავდა. ხსნის არმიის მებრძოლებმა მიანმარის სამხედრო და პოლიციის ბლოკპოსტებზე თავდასხმები მოაწყვეს. საპასუხოდ, სახელისუფლო ძალებმა კონტროლის დასამყარებლად რაკჰაინში დამატებითი ძალები გაგზავნეს. შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.