საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში დაუდგენელმა პირებმა 4 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი მოკლეს. ინციდენტი უაზას დეპარტამენტში, რკინიგზის სადგურზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, თავდასხმა 2-მა შეიარაღებულმა ადამიანმა მოაწყო. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარში მოკლული ქალის მეუღლის ბრალეულობა იკვეთებოდეს. მიმდინარეობს გამოძიება.