საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზეა. მისი მხარდამჭერები, რომლებიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ამ წუთებში აქციას მართავენ.
მართალია, შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდეს, სასაზღვრო შემოწმება მას შემდეგ გაიაროს, რაც ადგილზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდება, მაგრამ ამჟამინდელი ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფმა უკრაინის ტერიტორიაზე მისი შეყვანა შეძლო.