საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იგი კვლავ ავტობუსით აპირებს გამგზავრებას საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცამდე“, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამგზავრო მატარებელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები იყვნენ, არ გავიდა ქალაქ „პერემიშლის“ სადგურიდან. ამაში მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერ ეღირსება იმას, რომ იგი არ ჩავიდეს უკრაინაში და არ დაიცვას კანონიერი უფლება იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე.
პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა მიმდინარე წლის 27 ივლისს შეუჩერა.