დღეს, 8 ივლისს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N27, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.73%-ით, მაქსიმალური 8.93%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.83%-ით განისაზღვრა.