ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართებაში და მზადაა მას დაუჭიროს მხარი გეგმის რეალიზებაში რომელსაც ეწოდება "სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში: თანამშრომლობის გზით ჩართულობა".
ეს განცხადება საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა გააკეთა.
"ევროკავშირი სრულიად მხარს უჭერს მიდგომას, რომელიც ნდობის აშენებასა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაადვილებას ეყრდნობა. ასევე თავისუფალი გადაადგილების საკითხს", _ აცხადებს კეტრინ ეშტონი.