მორიგი ინციდენტი საფრანგეთში. პარიზში იველინის რაიონში ავტომანქანა პოლიციელს დაეჯახა. სამართალდამცავებმა შემოწმების მიზნით ავტომანქანის გაჩერება სცადეს, თუმცა მძღოლი მათ ბრძანებას არ დაემორჩილა. მძიმედ დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლმა კი გაქცევა შეძლო. პოლიციამ მისი თანმხლები პირი დააკავა.