კატალონიის საკანონმდებლო ორგანომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ დუკუმენტის მიღებით პლებისციტის ჩასატარებლად საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება. რეფერენდუმის ჩატარება კატალონიაში 1 ოქტომბერს იგეგმება. ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კატალონიაში პლებისციტის ჩატარებას არ დაუშვებს.