ქარიშხალი „ირმა“ კარიბის ზღვის აუზშია. მეტეოროლოგთა შეფასებით, ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ასეთი სიმძლავრის სტიქია რეგიონში არ დაფიქსირებულა. ძლიერ ქარს, რომლის სიჩქარემაც საათში 295 კილომეტრს გადააჭარბა, თან ინტენსიური წვიმაც ახლავს. ქარიშხალი ანტიგუასა და ბარბუდას, ასევე, პუერტო რიკოს უკვე მიუახლოვდა. მას მეხუთე კატეგორია მიანიჭეს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია ქარიშხლის მიმართულება, ვინაიდან ტრაექტორიას სწრაფად იცვლის, მაგრამ ვარაუდობენ რომ ის საფრთხეს ფლორიდის შტატს შეუქმნის.