მოლდოვის პრორუსმა ლიდერმა სამხედო მოსამსახურეებს უკრაინაში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობა აუკრძალა. იგორ დოდონმა მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც მოლდოველ სამხედროებს ლვოვის სამხედრო სწავლებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება მან სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მოლდოვის მონაწილეობა ქვეყნის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. მასშტაბური სამხედრო წვრთნები ლვოვში 7 სექტემბერს დაიწყება.