ჩრდილოეთ კორეის კუთხეში მიმწყვდევა არ შეიძლება. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „არ შეიძლება ემოციებს ავყვეთ და ჩრდილოეთ კორეა კუთხეში მივაყენოთ. ჩვენ პრაგმატული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და რეგიონში ვითარების ესკალაციას არ უნდა შევუწყოთ ხელი,“-აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ სტატუსს არ ცნობს და ფხენიანის სარაკეტო ექსპერიმენტებს პროვოკაციად აფასებს, თუმცა კორეის ნახევარკუნძულზე გაზის ექსპორტსა და ელექტროქსელების ინტეგრაციაზე უარს არ იტყვის.