იუტაში ხანძარს ებრძვიან. ორი დღის წინ ტყის მასივში გაჩენილმა ცეცხლმა 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი გაანადგურა. დამწვარია 5 საცხოვრებელი სახლი. ტყისპირა რაიონებიდან ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.