დეირ ეზ-ზორის ერთ-ერთ კარგად გამაგრებულ რაიონს სირიაში რუსეთიდან და დესეთეს ქვეყნებიდან ჩასული ტერორისტები იცავდნენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სირიის არმიამ რუსეთის ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით დეირ ეზ-ზორში სამწლიანი ბლოკადა გაარღვია. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების მებრძოლებმა პოზიციები დათმეს. ამ დროისათვის ასადის არმიის მებრძოლები ქალაქს ისლამისტებისგან წმენდენ.