ქალაქ ჰეიდელბერგში წინასარჩევნო მიტინგზე გერმანიის კანცლერს პომიდვრები ესროლეს. გამოცემა შპიგელის ცნობით, ერთი პომიდორი კანცლერს ფეხზე მოხვდა. მომხდარის მიუხედავად, კანცლერმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი კი კანცლერის პოსტზე უკვე მეოთხედ იყრის კენჭს.