დღეს, სან-მარინოს ქალაქ ფაეტანოში თბილისის დროით 22:30 საათზე, ზესტაფონის "ზესტაფონი" ადგილობრივ "ფაეტანოს" დაუპირისპირდება. მატჩს ანდორელი მსაჯი იგნასიო როზადოსი განსჯის.
ზესტაფონელები ფაეტანოში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდნენ:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ, ელიავა, მამუკა კობახიძე, კარენ მაკარიანი;
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა ბაბუნაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, საკვალიფიკაციო რაუნდის 1-ელი მატჩი "ზესტაფნმა" "ფაეტანოს" ანგარიშით 5:0 სძლია.