თურქეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მიანმარელ ლტოლვილებს დაეხმარება. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. მანამდე ერდოღანმა მიანმარის ხელისუფლების მიერ მუსლიმ-როჰინჯების წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციას გენოციდი უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. რაკჰაიანის რაიონში განვითარებული მოვლენების გამო ბანგლადეშში მიანმარიდან 123 ათასამდე ადამიანი გაიქცა. დევნილები გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ.