ორეგონში ხანძარს ებრძვიან. ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარი ქალაქ ჰუდ რივერის მახლობლად მთის ფერდობს ანადგურებს. მის გავრცელებას ხელს ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება.