სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნები გრძელდება, რომელსაც ქვეყანა ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის საპასუხოდ ატარებს. მანევრები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ტარდება. მისი მიზანი ფხენიანის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შემთხვევაში ფლოტის მზადყოფნის ინსპექტირებაა. სეულში დარწმუნებულნი არიან, რომ ჩრდილოეთი კორეა პროვოკაციებს ისევ გააგრძელებს.