კენიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნებში კვლავ ძველი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას. 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კენიის უმაღლესმა სასამართლომ, ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო მიიღო.