ბრაზილიის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველებმა ნარკოკარტელის 80-მდე წევრი დააკავეს, რომლებიც ევროპაში 6 ტონა კოკაინის გადატანას ცდილობდნენ. ნარკორეალიზატორები ტრანზიტისთვის სან-პაულოს პორტს იყენებდნენ. ოპერაციაში 800 პოლიციელი მონაწილეობდა.