რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის კრიზისს გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება პუტინმა ბრიქსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რუსეთი ფხენიანის ესპერიმენტებს გმობს და რა თქმა უნდა, პროვოკაციად აფასებს, მაგრამ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. ისინი ბალახს შეჭამენ და თავიანთ ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვიან. ამიტომ, მათთან დიალოგია საჭირო,“-აღნიშნა პუტინმა.