ჩრდილოეთ კორეისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას უჭერენ მხარს გერმანიის კანცლერი და აშშ პრეზიდენტი. ბოლო დროს ჩრდილეოთ კორეაში განვითარებულ მოვლენებზე დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მზად არის დამატებითი სანქციების ინიციატივით გამოვიდეს. სანქციების გამკაცრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თეთრი სახლის ლიდერმაც. ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეის კრიზისის მოსაგვარებლად შეერთებული შტატები ყველა ვარიანტს განიხილავს.