ლოს ანჯელესის ჩრდილოეთით ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობას სტიქიის ზონაში 1000-მდე მეხანძრე 4 დღე ცდილობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი კერების გაჩენის საფრთხე აღარ არსებობს. ბოლო მონაცემებით, ხანძარმა 3200 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.