ჩრდილოეთ კორეას უმკაცრესი სანქციები უნდა დაუწესდეს. ამის შესახებ აშშ მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა.
„დადგა დრო, ყველა დიპლომატიური მეთოდი გამოვიყენოთ კრიზისის მოსაგვარებლად, რაც ფხენიანისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სწორედ უკიდურესად მკაცრი სანქციები დაგვეხმარება კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებაში. ჩვენგან საკმარისია. მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თორემ გვიანი იქნება,“-აღნიშნა ჰეილიმ.