ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ომი სურს. ამის შესახებ აშშ მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა.
„მის მიერ რაკეტების ბოროტად გამოყენება და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა იმის მანიშნებელია, რომ ფხენიანს ომი სურს. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ,“-აღნიშნა ჰეილიმ.
3 სექტემბერს ფხენიანმა წყალბადის ბომბი გამოსცადა, რის გამოც გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა.