სამეფო ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, იაპონიის პრინცესა თავის მეგობარ ბიჭზე დაინიშნა. 25 წლის მაკოს რჩეული მისი თანატოლი კეი კომურო გახდა, რომელიც იურიდიულ კომპანიაში მუშაობს.
წყვილმა ერთმანეთი ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში გაიცნო. საიმპერატორო ოჯახი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო. იმპერატორი საბოლოოდ მაკოს და კეის ქორწინებას დათანხმდა, თუმცა მაკოს უბრალო წრიდან გამოსულ მეგობარზე გათხოვების გამო ტიტულს ჩამოართმევენ.