ტეხასში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 180 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზარალის ოდენობის შესახებ ოფიციალური განცხადება ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა გააკეთა. მისი თქმით, ქარიშხალმა „ჰარვიმ“ ტეხასის შტატს გაცილებით დიდი ზარალი მიაყენა, ვიდრე 2005 წელს ქარიშხალმა „კატრინამ." დაზიანებულია ავტომაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები. დანგრეულია სკოლები და საცხოვრებელი სახლები. წყალდიდობის შედეგად დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი.