მოსკოვში მიანმარის საკოსნულოსთან საპორტესტო აქცია გაიმართა. არასანქცირებულ მიტინგში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქტივისტები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მუსლიმთა ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს. ბოლო ერთ კვირაში მუსლიმი როჰინჯებით დასახლებულ რაკჰაინში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი როჰინჯებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებებს მოჰყვა.