ამ ეტაპზე ევროკავშირში თურქეთის ადგილი არ არის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა წინასაარჩევნო დებატებზე განაცხადა.
"მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და ვერც ვერასდროს ვხედავდი,"- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მერკელის თქმით, გერმანიამ თავისი მოქალაქეების დაკავების გამო თურქეთს შესაძლოა "ეკონომიკური სანქციებით" უპასუხოს, თუმცა დასძინა, რომ ანკარასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს.