ლოს ანჯელესის ჩრდილოეთ ნაწილში, ხანძარის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე მეოთხე დღეა, მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარმა 2000 ჰექტარი ფართობი მოიცვა. დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონაში ცენტრალური მიაგისტრალები გადაიკეტა. მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.