მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვიშის ციხე-სიმაგრე გერმანიაშია. დუისბურგში 17 მეტრიანი ქვიშის ნაგებობა ააგეს და გინესის რეკორდიც დაამყარეს. დიზაინზე უცხოელი მოქანდაკეებიც მუშაობდნენ. ამიტომ, ციხე-სიმაგრის გარე ფასადი სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეიცავს. წინა რეკორდი ინდოეთის ქალაქ პურში დამყარდა. მოქანდაკეების მიერ შექმნილი ქვიშის ნაგებობის სიმაღლე 15 მეტრი და 20 სატიმეტრი იყო.