მორიგი განგაში კატალონიაში. ბარსელონაში სავაჭრო ცენტრში აღმოჩენილი საეჭვო ზურგჩანთის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის დამატებითი შემადგენლობა. სამართალდამცველები სავაჭრო ცენტრის ტერიტრიაზე პოლიციის განყოფილებაში შესული ზარის შემდეგ მივიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ განგაში ცრუ აღმოჩნდა.