ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების საერთო ფართობმა 3,5 ათას ჰექტარს მიაღწია. სტიქიური უბედურების ზონიდან უკვე განხორციელდა 700-მდე ოჯახის ევაკუაცია.
დამწვარია ერთი საცხოვრებელი სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
ხანძრის ლოკალიზებას 500-მდე მეხანძრე ავიაციის დახმარებით ცდილობს.