ავიაკატასტროფა რუსეთში. მოსკოვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქ ჟილეზნოდოროჟნიში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტი ავიაშოუზე მოხდა. პილოტმა ვარდნისას თვითმფრინავი მაყურებლებს ააცილა. ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ პილოტის შეცდომა გახდა.