ივლისში საქართველოში ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერმინისტრ ჟანს ასელბორგსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ბარონესა კეთრინ ეშტონს ელოდებიან. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
ვაშაძის განცხადებით, ასელბორგისა და ეშტონის ვიზიტთან დაკავშირებით ორივე მხარესთან მოლაპარაკები მიმდინარეობს და სავარაუდოდ ისინი თბილისს ივლისის მეორე ნახევარში ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მხარეებთან მოწვევები უკვე გაგზავნილია და ამ დროისთვის ვიზიტის დეტალები დგინდება.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში 53 წლის ბარონესა კეთრინ ეშტონი პროფესიით ეკონომისტია. იგი ლონდონის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1999 წელს ბრიტანეტის პარლამენტის ლორდთა პალატამ მას ბარონესას ტიტული მიანიჭა. დაახლებით ათი წელს ის დიდი ბრიტანეთის განათების და იუსტიციის სამინიტროებში მუშაობდა. კეთრინ ეშტონი 2006 წელს დიდი ბრიტანეთში "წლის პოლიტიკოსად" დასახელეს, ხოლო 2007 წელს ხელისუფლებაში პრემიერ-მინიტრის გორდონ ბრაუნის მოსვლის დროს ლეიბორისტული პარტიის ლიდერად დაინიშნა. 2009 წლიდან მან ევროკომისარის თანამდებობა დაიკავა. ჰყავს მეუღლე, პიტერ კელნერომი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტი და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კომპანია "YოუGოვ" -ის პრეზიდენტია.
რაც შეეხება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერმინისტრ ჟანს ასელბორგს, 1999-2004 წლებში ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად, 2004 წლის 31 ივლისიდან პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დაინიშნა. 2009 წლის არჩევნების შემდეგ კი მან ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები დაიკავა.