უკრაინა სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს. პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით, ძალაში შევიდა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტებით იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება საბჭომ 10 ივლისს მიიღო.