კენიის უმაღლესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მოსამართლემ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შედეგების გაყალბების შესახებ სარწმუნოდ მიიჩნია. არჩევნების შედეგებით გამარჯვებულად უჰურუ კენიატა იყო გამოცხადებული, რომელიც კენიას ორი ვადით მართავდა. მისი მთავარი კონკურენტი რაილ ორტეგა კი დამარცხებულად გამოცხადდა. განმეორებითი არჩევნები კენიაში 2 თვეში უნდა ჩატარდეს.