რუსეთს შეერთებულ შტატებთან ტანგოს ცეკვა სურს და არა ბრეიკ დანსის, ამის შესახებ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ ვაშინგტონთან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვსურს, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორი პარტნიორია საჭირო. შეერთებული შტატები კი ინდივიდუალურ ცეკვას, ბრეიკ დანსს ასრულებს,“-აღნიშნა ლავროვმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს საკონსულოების დასახურად ორ დღეს აძლევს. ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა აშშ საელჩოში თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.