ანტისოროსისტები ცნობილი ფილანტროპის ტერორისტად გამოცხადებას მოითხოვენ. შესაბამისი ინიციატივით დონალდ ტრამპს აქტივისტთა ჯგუფმა მიმართა.
პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 63 ათასზე მეტმა ადამიანმა. პეტიცია თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
მისი ავტორები ჯორჯ სოროსს მსოფლიოში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში ადანაშაულებენ.