რეჟისორი გაი რიჩი ოქტომბრიდან შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვატსონის თავგადასავლების შესახებ ფილმის გაგრძელების გადაღების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანელმა მსახიობმა ჯუდ ლოუმ განაცხადა,რომელმაც ფილმში დოქტორ ვატსონის როლი შეასრულა.
ჯუდ ლოუს თქმით, ჯერ უცნობია არტურ კონან-დოილის ნოველებიდან რომელი თავგადასავლის ეკრანიზაცია განხორციელდება. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორმა არ გამოირიცხა, რომ კინოსურათის სიუჟეტად, შესაძლოა, აიღონ პროფესორ მორიარტის ისტორია. ამ როლის შესრულებაზე ბრედ პიტის კანდიდატურა განიხილება.
გაი რიჩის ფილმმა" შერლოკ ჰოლმსმა" მსოფლიო გაქირავებიდან 515 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ფილმში მთავარ როლს 45 წლის რობერტ დაუნი-უმცროსი ასრულებდა.