პენტაგონი ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის. შესაბამის განკარგულებას ხელი ამერიკის თავდაცვის მდივანმა მოაწერა. ჯეიმს მეტისის გადაწყვეტილებით, ავღანეთში სავარაუდოდ 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება. დღეისათვის ავღანეთში 11 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.