ქარიშხალი ჰარვი მისისიპისა და ტენესისკენ მიიწევს. ამის შესახებ ქარიშხლების შემსწავლელი ეროვნული ცენტრი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ციკლონი ქალაქ გრინვუდიდან 45 კილომეტრში ფიქსირდება, თუმცა ქარის სიჩქარე მნიშვნელოვნად შემცირდა.
ჰარვი თავს ტეხასის შტატს 6 დღის წინ დაატყდა, რასაც ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ 47 ადამიანი იმსხვერპლა, ათობით ათასი კი უსახლკაროდ დატოვა.