მიანმარში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სახელისუფლო ძალებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 402 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. შექმნილი ვითარების გამო საცხოვრებელი სახლები ეთნიკურ უმცირესობაში მყოფმა 40 ათასამდე მუსლიმმა დატოვა და ბანგლადეშში გადავიდა.