აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში ტერორისტული საფრთხის შესახებ იტყობინება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ფინეთსა და რუსეთში მომხდარი თავდასხმები ევროპაში დაჯგუფება „ ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ ქაიდას“ გააქტიურებაზე მიანიშნებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.