ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ინფორმაციას СNN ავრცელებს. სტიქიამ 37 000-ზე მეტი სახლი დააზიანა. ყველაზე მეტად ჯეფერსონის ოლქი დაზარალადა, სადაც 5500-მდე სახლი დაინგრა. ექსპერტების შეფასებით, სტიქიით გამოწვეული ზარალი ათობით მილიარდ დოლარს ითვლის.