ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს საკონსულოების დასახურად ორ დღეს აძლევს. ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა აშშ საელჩოში თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.
ტილერსონის უწყების განცხადებიდან მალევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სერგეი ლავროვმა საკონსულოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.