საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევი მის წინააღმდეგ სამ სცენარს ამზადებს.
„მათ შეუძლიათ არ შემიშვან საზღვარზე, ჩამომართვან პასპორტი და პოლონეთში გამაძევონ. შესაძლოა საზღვარზე შემიშვან დაკავების მიზნით და ექსტრადიციის პროცესი დაიწყონ. მესამე ვარიანტი კი საზღვარზე არეულობის მოწყობაა,“-აცხადებს სააკაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს.