ინდოეთის სასამართლომ, ექსპერტთა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გადაწყვიტა, რომ ტაჯ-მაჰალი მუსლიმური მავზოლეუმია და არა ინდური შივას ტაძარი. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ინდუსებს ტაჯ-მაჰალში ლოცვა აეკრძალებათ. დავა მუსლიმებსა და ინდუსებს შორის რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ვითარებაში გასარკვევად ხელისუფლებამ არქეოლოგთა ჯგუფს სთხოვა დახმარება. არქეოლოგებმა მხარი მუსლიმებს დაუჭირეს.